თუ გსურთ რაიმე კომენტარის, დოკუმენტის ან გადაწყვეტილების ჩვენთვის გაზიარება აღნიშნულ მოსამართლესთან დაკავშრებით
საშუალო განათლება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება | ქალაქი | დამთავრების წელი |
მე-3 ქართული გიმნაზია | თბილისი | 1991 |
უმაღლესი განათლება
უმაღლესი სასწავლებელი | ფაკულტეტი | ქვეყანა/ქალაქი | სწავლის წლები | მიღებული აკადემიური ხარისხი |
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | ისტორიის ფაკულტეტი | თბილისი, საქართველო | 1996 | მაგისტრთან გათანაბრებული |
თბილისის იურიდიული ინსტიტუტი | თბილისი, საქართველო | 2001 | მაგისტრთან გათანაბრებული | |
კოლუმბიის უნივერსიტეტი | ნიუ იორკი, აშშ | 2006 | მაგისტრი |
სამოსამართლეო კარიერა
სასამართლო | კოლეგია/პალატა | თანამდებობა | დანიშვნის თარიღი | დანიშნის ტიპი | მიმაგრებული ფაილები | |
საქართველოს უზენაესი სასამართლო | სამოქალაქო საქმეთა პალატა | მოსამართლე | 17 ოქტომბერი, 2014 | 10 წლის ვადით | ||
თბილისის სააპელაციო სასამართლო | ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა | მოსამართლე | 2005-2008 | |||
თბილისის საოლქო სასამართლო | საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგია | მოსამართლე | 2004-2005 | |||
სხვა სამუშაო გამოცდილება
სამუშაო ადგილი | დაკავებული თანამდებობა | ქვეყანა/ქალაქი | მუშაობის წლები | უშუალო ხელმძღვანელი |
იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ | პარტნიორი | თბილისი, საქართველო | 2008-2014 | |
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში | სამართლისექსპერტი | თბილისი, საქართველო | 2011-2012 | |
საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია | იურიდიული მრჩეველი | თბილისი, საქართველო | 2004 | |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია | იურისტი / უფროსი იურისტი / იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი / პროექტის დირექტორი | თბილისი, საქართველო | 1998-2004 |
პროფესიული გავნითარების დაწესებულება/გამოცდის ორგანიზატორი დაწესებულება | სასწავლო კურსი/ჩაბარებული სპეციალიზირებული გამოცდა | წელი | მიღებული დიპლომი/ სერტიფიკატი/მინიჭებული სპეციალიზაცია |
განგრძობადი სწავლება
ტრენინგის/სემინარის/სამუშაო ვიზიტის თემა: თარიღი: ქვეყანა/ქალაქი: დაფინანსების წყარო: |
საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჯგუფში; 2002-2003 წლები ვაშინგტონი, აშშ |
საგანმანათლებლო დაწესებულება | ქვეყანა/ქალაქი | სალექციო კურსი | სწავლის წლები |
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | თბილისი, საქართველო | 2007 | |
კავკასიის უნივერსიტეტი | თბილისი, საქართველო | 2007-2010 | |
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი | თბილისი, საქართველო | კომერციული სამართლის კლინიკის ლექტორი | 2012-2014 / 2017-2018 |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა | თბილისი, საქართველო | 2017-2018 | |
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეინინგ ცენტრი | თბილისი, საქართველო | 2017-2018 | |
იურიდიული ფირმების ასოციაცია | თბილისი, საქართველო | 2018 |
სამეცნიერო საქმიანობა
სამეცნიერო ნაშრომი (კვლევა, სტატია, წიგნი, ა.შ) | ავტორი/თანაავტორი | დასახელება | გამოქვეყნების წელი | ხელმისაწვდომია |
წიგნი | თანაავტორი | სამართლიანი სასამართლოს უფლება | 2001 | ბმული |
სახელმძღვანელო | თანაავტორი | საკორპორაციო სამართალი სახელმძღვანელო იურისტებისათვის | 2019 | ბმული |
კვლევა | თანაავტორი | ჯანდაცვის კანონმდებლობის მიმოხილვა და სამართლებრივი ანალიზი | 2011 | ბმული |
წიგნი | თანაავტორი | ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრატქიკა და ქართული შრომის სამართალი | 2020 | ბმული |
წიგნი | თანაავტორი | სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარები | 2020 | ბმული |
გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი | მიღების თარიღი | მიმაგრებული ფაილი |
სამართლიანი სასამართლოს უფლება და მტკიცების ტვირთი მოსამართლე იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და განმარტავს სამართალწარმოების პროცესის სპეციფიკას, რომლის მიხედვითაც დავის მონაწილე მხარის საფუძვლიანი მოთხოვნა შეიძლება ვერ დაკმაყოფილდეს თუკი იგი საპროცესო სამართლით დადგენილი წესის თანახმად ვერ შეძლებს მტკიცების ტვირთის როლის გათავისებას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. |
2020 წლის 7 თებერვალი | გადაწყვეტილება |
გულისხმიერების ვალდებულება მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში ციტირებს ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებს და აანალიზებს გულისხმიერების ვალდებულების ინსტიტუტის არსს. მისი განმარტებით, გულისხმიერების ვალდებულება სახელშეკრულებო სამართლის ფუნდამენტურ პოსტულატს წარმოადგენს. “ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინცპიებში (მუხლი 1:202) გულისხმიერების ვალდებულება ნახსენებია როგორც Duty of co-operate, რაც შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც გულისხმიერებად, ასევე თანამშრომლობის ვალდებულებად. ამ პრინციპის დარღვევა წარმოადგენს სახელშკრულებო ვალდებულების დარღვევას და ამ დროს გამოიყენება ვალდებულების დარღვევის 1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის №ას-1610-2019 გადაწყვეტილება დროს გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოვალეს შეუძლია მიუთითოს ამ საფუძვლებზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორმა დაარღვია გულისხმიერების ვალდებულება” |
2019 წლის 30 სექტემბერი | გადაწყვეტილება |
სამართლიანი სასამართლოს უფლება და მცირე მნიშვნელობის მქონე ზიანი მოსამართლე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე განმარტავს სამართლიანი სასამართლოს უფლებრივ ასპექტს და აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა არ არის შემთხვევა, როდესაც სასამართლო პირისთვის მიყენებული ზიანის მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე არ იღებს განცხადებას არსებითად განსახილველად “საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017)” |
2019 წლის 9 სექტემბრი | გადაწყვეტილება |
მტკიცების ტვირთის განაწილება და მისი მნიშვნელობა მოსამართლე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ინსტიტუტია სამართალწარმოების განხორციელების პროცესში, ხოლო 2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის №ას-1054-2019 გადაწყვეტილება 3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის №ას-1025-2019 გადაწყვეტილება დავის პროცესში იგი აკისრია პირს, რომელიც ითხოვს ვალდებულების შესრულებას ან თავ სიცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური სარჩელისგან. “მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).” |
2020 წლის 7 თებერვლი | გადაწყვეტილება |
უცხო სახელმწიფოს სასამართლო/არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოსამართლე განმარტავს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს/ არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების ინსტიტუტის არსს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის სამართლებრივი ქმედების განხორციელებისას სახელმწიფო, რომელშიც ხდება გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სრული სუევერენიტეტით და თავისუფლებით სარგებლობს. “საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო” |
2019 წლის 19 დეკემბრი | გადაწყვეტილება |
პირგასამტეხლოს ინსტიტუტი მოსამართლე განმარტავს პირგასამტეხლოს ინსტიტუტის არსს და აღნიშნავს, რომ იგი დამოუკიდებელია პირის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისგან. „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის“ |
2019 წლის 21 ნოემბერი | გადაწყვეტილება |
სახელშეკრულებო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი მოსამართლე ლათინური ეტიმოლოგიის მოშველიებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი და სახელშეკრულებლო სამართალი ეფუძნება „ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“ პრინციპს. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლებამოვალეობები.“ |
2019 წლის 30 სექტემბერი | გადაწყვეტილება |
გადახდისუნარიოანობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსამართლე განმარტავს, რომ პირის გადახდისუნარიანობის საკითხის ანალიზი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და მოიცავს როგორც პირის აქტივების, ასევე პასივების შემოწმების აუცილებლობას. „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ პენსიის მიღების ფაქტი ვერ ჩაითვლება გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სრულად არ ასახავს პირის ქონებრივ მდგომარეობას და არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სხვა მტკიცებულებებთან (მაგალითად, როგორიცაა: ცნობები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ყოველთვიური შემოსავლის, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის, ამა თუ იმ ვალდებულების შესახებ და სხვა) ერთობლიობაში.“ |
2019 წლის 25 სექტემბერი | გადაწყვეტილება |
მიღებული შემოსავალი | ||||||||
წლის მონაცემი | ხელფასი | აკადემიური საქმიანობა | სხვა შემოსავალი | ჯამი: | დანაზოგი | საბანკო ვალდებულება | კომენტარი | მიმაგრებული ფაილები |
2018 | 126225 GEL | 1810 GEL | 0.000 | 128035 GEL | 15219.16 USD 5000 GEL | 10000 GEL | “დანაზოგში” ასახულია ანაბრის ანგარიშზე და ნაღდი ფულადი სახით არსებული თანხები. | ფინანსური დეკლარაცია |
2017 | 123240 GEL | 2684 GEL 1200 EUR | 0.000 | 125924 GEL 1200 EUR | 14742.98 USD 5000 GEL | 10000 GEL | “დანაზოგში” ასახულია ანაბრის ანგარიშზე და ნაღდი ფულადი სახით არსებული თანხები. | ფინანსური დეკლარაცია |
2016 | 113445 GEL | 0.000 | 0.000 | 113445 GEL | 4500 USD 7500 GEL | 5000 GEL 48600 USD | “დანაზოგში” ასახულია ანაბრის ანგარიშზე და ნაღდი ფულადი სახით არსებული თანხები. | ფინანსური დეკლარაცია |
2015 | 113226 GEL | 0.000 | 0.000 | 113226 GEL | 11500 USD 7000 GEL | 10120 GEL 48600 USD | “დანაზოგში” ასახულია ანაბრის ანგარიშზე და ნაღდი ფულადი სახით არსებული თანხები. | ფინანსური დეკლარაცია |
2014 | 98212.85 GEL | 0.000 | 0.000 | 98212.85 GEL | 9000 USD 7000 GEL | 5000 GEL 48600 USD | “დანაზოგში” ასახულია ანაბრის ანგარიშზე და ნაღდი ფულადი სახით არსებული თანხები. | ფინანსური დეკლარაცია |
2013 | 93945 GEL | 3420 GEL | 0.000 | 97365 GEL | 5000 GEL 8002.15 USD | 15000 GEL 48600 USD | “დანაზოგში” ასახულია ანაბრის ანგარიშზე და ნაღდი ფულადი სახით არსებული თანხები. | ფინანსური დეკლარაცია |
2007 | 24000 GEL | 0.000 | 0.000 | 24000 GEL | 5285.5 USD | 0.000 | “დანაზოგში” ასახულია ანაბრის ანგარიშზე და ნაღდი ფულადი სახით არსებული თანხები. | ფინანსური დეკლარაცია |
2006 | 15617 GEL | 0.000 | 0.000 | 15617 GEL | 12285. 05 USD | 0.000 | “დანაზოგში” ასახულია ანაბრის ანგარიშზე და ნაღდი ფულადი სახით არსებული თანხები. | ფინანსური დეკლარაცია |
2004 | 735 GEL 550 EUR 800 USD | 0.000 | 0.000 | 735 GEL 550 EUR 800 USD | 12219.12 USD 2000 GEL 3000 USD | 0.000 | “დანაზოგში” ასახულია ანაბრის ანგარიშზე და ნაღდი ფულადი სახით არსებული თანხები. | ფინანსური დეკლარაცია |
განცხადება/კომენტარი/საჯარო პოსტი თემაზე | გავრცელების წყარო | მიმაგრებული ფაილი |
აქტიურად სარგებლობს სოციალური ქსელი Facebook – ით | https://www.facebook.com/ninob1 | |
რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ | სქრინი | |
რუსეთი ოკუპანტია | სქრინი | |
სერგეი გავრილოვის ვიზისთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე | სქრინი | |
სერგეი გავრილოვის ვიზისთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე | სქრინი | |
მოსამართლის როლი საზოგადოებაში | youtube | ბმული |
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შეფასება ევროპის ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების ფონზე | ბმული | |
ტრინინგი საკორპორაციო სამართალში | ბმული | |
სამსახურიდან დაქირავებულის უკანონოდ გათავისუფლებულად ცნობის შედეგები | youtube | ბმული |
შენიშვნა | |||
სამხედრო სამსახური | |||
პროფესიული ჯილდოები | კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტიპენდიანტი | ||
პროფესიული კავშირების წევრობა | |||
პოლიტიკური აქტიურობა (ხომ არ არის/ყოფილა თვითონ ან მისი ოჯახის წევრი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, დამფინანასებელი); |