ლალი ფაფიაშვილი
პირადი ინფორმაცია

საშუალო განათლება

1978 - 1989 – N2 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა 



უმაღლესი განათლება

1994 - 1997 - ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა.

1989 - 1994 - ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი სამართალში

12.12.2019 - საქართველოს უზენაესი სასამართლო, მოსამართლე, არჩეულ იქნა უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე. დადგენილება

02.11.2016-01.01.2018 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

31.12.2007-01.01.2018 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოსამართლე, არჩეულ იქნა 10 წლის ვადით.

2009 - 2011 - საქართველოს დელეგაციის წევრი, ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ad hoc კომიტეტი.

2008 - 2013 - თავმჯდომარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

2008 - 2011 - წევრი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი.

2006 - 2011 - წევრი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო.

2006 - 2007 - წევრი, სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისია.

2006 - 2007 - წევრი, ქალ პარლამენტართა ქსელი GlobalPOWER (აშშ).

2006 - 2007 - წევრი, რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია .

2005 - 2007 - წევრი, ვილტონ პარკის საერთაშორისო ასოციაცია.

2005 - 2007 - ხელმძღვანელის მოადგილე, ორგანიზაციის „პარლამენტარები გლობალური ქმედებებისათვის“(აშშ) „მშვიდობის და დემოკრატიის პროგრამა“.

2005 - 2007 - გამგეობის წევრი, ორგანიზაცია „პარლამენტარები გლობალური ქმედებებისათვის“(აშშ).

2004 - 2007 - წევრი, თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.

2004 - 2007 - წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტი.

2003 - 2004 - პროტოკოლის განყოფილების გამგე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.

2001 - 2003 - თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, საქართველოს პარლამენტი.

2000 - 2001 - აპარატის უფროსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.

1996 - 2000 - უფროსი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი.

საადვოკატო ფირმა GEFFENS, დიდი ბრიტანეთი.

27.06.2022 - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოაჯხური დანაშაული, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახური დანაშაული, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

28.03.2022 - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სამი ეპიზოდი) და ჩადენილი დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი). 

15.03.2022 - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავსა და ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

17.02.2022 - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.

17.02.2022 - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის; ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი არაერთგზის.

17.12.2021 - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში  უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით.

10.12.2021 - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის; ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა.

21.07.2021 - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება (N.....ვეტერინარულ მოწმობის ეპიზოდი); ყალბი საგადასახადო დოკუმენტის (ელექტრონული სასაქონლო ზედნადების) დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების მიზნით და გასაღება (მიღება-ჩაბარების N.. აქტის ეპიზოდი), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მომხმარებლის მოტყუება ე.ი. მომხმარებლისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისებების შესახებ, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა (ცხენის ხორცის მიწოდების ეპიზოდი); ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება (N.....ვეტერინარული მოწმობის ეპიზოდი). 

12.07.2021 - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

30.06.2021 - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი); ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

24.06.2021 - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

27.05.2021 -  ოჯახური დანაშაული, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

21.05.2021 - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახური დანაშაული, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

28.12.2020 - სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა; სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის.

06.08.2020 - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვი, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის;  პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

14.07.2020 - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში  ძალადობის გამოყენების მუქარით.

05.03.2020 - თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

29.12.2017 - საკონსტიუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. ბმული

15.09.2015 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. ბმული

23.05.2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. ბმული

მოწვეული პროფესორი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.

2011 - დღემდე - პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2005 - 2011 - ასოცირებული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1998 - დღემდე სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის დოცენტი.

1997 - 1998 - სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის მასწავლებელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1994 - 1996 - უფროსი მასწავლებელი, შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო - სასწავლო ინსტიტუტი.

2019 - სტატია თემაზე „სისხლის სამართალწარმოებაში პერსონალური მონაცემების დაცვის ევროპეიზაციის ტენდენციები“, სტატიათა კრებული „ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე - ბმული

2017 - სახელმძღვანელო, საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი (კერძო ნაწილი)

2016 - სტატია თემაზე “Modern Perspectives of Statutory Interpretation: In Search of a New Paradigm for the Constitutional Adjudication in Georgia”, Constitutional Values in Contemporary Legal Space, II,

University of Latvia - ბმული

2016 - სტატია თემაზე “The Constitutional Right to a Fair Hearing in Georgia: Evidentiary Standards in Criminal Proceedings“, ლიეტუვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცემა - ბმული

2015 - სახელმძღვანელო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი (2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით) - ბმული

2015 - სტატია თემაზე „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონებთან მიმართებით“, საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა - ბმული

2014 - სტატია თემაზე „თანხმობის საფუძველზე ჩხრეკის წარმოების პრობლემური საკითხები“, საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა - ბმული

2014 - სტატია თემაზე „ციფრული მტკიცებულების ამოღება: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკმარისი თუ ილუზორული გარანტია?“, სტატიათა კრებული „ადამიანის უფლებათა დაცვა და სამართლებრვი რეფორმა საქართველოში“

2012 - სტატია თემაზე „თავისუფლების შეზღუდვის გამოყენების მართლზომიერების კრიტერიუმები სისხლის სამართლის პროცესში, სტატიათა კრებული „მეცნიერება და ცხოვრება“ 

2012 - სტატია თემაზე “Right to liberty and security in Criminal Procedure-Myth or reality”, The quality of Legal Acts and its Importance in contemporary legal space, University of Latvia - ბმული

2011 - სტატია თემაზე “თავისუფლებაშემზღუდველი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების საერთაშორისო-სამართლებრივი სტანდარტები, საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა - ბმული GEO ბმული ENG 

2010 - სტატია თემაზე „დაკავებისა და დაპატიმრების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები სისხლის სამართლის პროცესში“, ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური და საერთაშორისო მექანიზმები - ბმული

2008 - სტატია თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგიერთი საკითხი“, საერთაშორისო სამართლის ჟურნალი - ბმული

2008 - სახელმძღვანელო, სისხლის სამართლის პროცესი (ზოგადი ნაწილი)

განგრძობადი სწავლება 

 

20.02.2019 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “The Rule of Law, Guarantor of Freedom” - World Jurist Association, ქ. მადრიდი, ესპანეთი

18.02.2019 - 20.02.2019 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “The Modern Concept of Rule of Law and its Development by Constitutional Justice” - International Congress on European and Comparative Constitutional Law, ქ. მადრიდი, ესპანეთი

02.11.2018 - 03.11.2018 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ნარკოდანაშაული და სისხლის სამართლის პოლიტიკა“ - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის უნივერსიტეტი, GIZ, ქ. თბილისი

15.05.2018 - 17.05.2018 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში“ - ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაცია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. თბილისი

08.05.2018 - 09.05.2018 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ევროკავშირის ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“, მოხსენება თემაზე „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება: საქართველოს გამოცდილება“ - პიტეშტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ქ. პიტეშტი, რუმინეთი

21.08.2017 - 29.08.2017 - Max-Planck- Institute fur auslandisches und internationales strafrecht, ქ. ფრაიბურგი, გერმანია

29.06.2017 - 30.06.2017 - საერთაშორისო კონფერენცია - ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი. მოხსენება თემაზე „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კონსტიტუციური პრინციპების დაცვის უზრუნველყოფაში“ - ვენეციის კომისია, ევროპის საბჭო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ბათუმი

08.06.2017 - 09.06.2017 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “Constitutional Justice and Evolution of Individual Rights” - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. კიშინიოვი, მოლდოვა

24.05.2017 - 25.05.2017 - საერთაშორისო კონფერენცია, მოხსენება თემაზე "Evolution of Norm-Interpretative Technique in the Course of Constitutional Adjudication in Georgia“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ბუქარესტი, რუმინეთი

05.05.2017 - 07.05.2017 - „ეფექტიანი წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ევროკავშირი

24.02.2017 - 26.02.2017 - სამუშაო შეხვედრა თემაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ევროკავშირი

16.11.2016 - 17.11.2016 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “Constitutional Values in Contemporary Legal Space”, მოხსენება თემაზე “Modern Perspective of Statutory Interpretation: In Search of a New Paradigm for the Constitutional Adjudication in Georgia” - ლატვიის უნივერსიტეტი, ქ. რიგა, ლატვია

02.11.2016 - 03.11.2016 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ტერორიზმი, კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა. ახალი გამოწვევები ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკაში“, მოხსენება თემაზე „ანტიტერორისტული კანონმდებლობის განმარტების პრობლემები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში“ - საქართველოს უზენაესი სასამართლო, GIZ, Max Planck Institute fur Auslandisches und internationals Strafrecht, ქ. თბილისი

24.10.2016 - 25.10.2016 - International Conference of Justices of Constitutional Courts of Georgia, Republic of Lithuania, Republic of Moldova, Ukraine, მოხსენება თემაზე “Right to a fair Trial in Georgia: evidentiary standards in Criminal Proceedings” - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ვილნიუსი, ლიეტუვა

01.07.2016 - 02.07.2016 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “Terrorism and Criminal Policy” - Max Planck Institute fur Auslandisches und internationals Strafrecht, ქ. ფრაიბურგი, გერმანია

26.06.2016 - 14.07.2016- Max-Planck- Institute fur auslandisches und internationales strafrecht, ქ. ფრაიბურგი, გერმანია

23.06.2016 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სასამართლოს მეგობარი: როგორც ეფექტური სახელმძღვანელო მექანიზმი ადამიანის უფლებათა საკითხებზე ეროვნული სასამართლოებისთვის“,  მოხსენება თემაზე „სასამართლოს მეგობარი საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში -არსებული გამოწვევები და გამოცდილება“, - ევროპის საბჭო, საქართველოს სახალხო დამცველი, ქ. თბილისი

18.12.2015 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ირიბი ჩვენება და ახლად აღმოჩენილი გარემოებები ქართულ სისხლის სამართლის პროცესში. საკანონმდებლო და სასამართლო რაქტიკის ანალიზი“, მოხსენება თემაზე „ირიბი ჩვენების ადგილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შუქზე“ - საქართველოს უზენაესი სასამართლო, IRZ, ქ. თბილისი

07.12.2015 - 17.12.2015 - Max-Planck- Institute fur auslandisches und internationales strafrecht, ქ. ფრაიბურგი, გერმანია

15.10.2015 - 17.10.2015 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “Constitutional Courts and Ordinary Courts: Cooperation or Conflict - International Congress on European and Comparative Constitutional Law”, მოხსენება თემაზე “Right to a Fair Trial in the practice of the Constitutional Court and Ordinary Courts of Georgia”, ქ. რეგენსბურგი, გერმანია

09.09.2015 - 12.09.2015 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ: გამოწვევები დიალოგისთვის“, მოხსენება თემაზე „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება: საერთაშორისო სტანდარტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ბათუმი

27.06.2015 - 28.06.2015 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „თავისუფლების უფლების კონსტიტუციური ფარგლები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით“, მოხსენება თემაზე „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება: კონსტიტუციური სარჩელის ეფექტურობის გაზრდა“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ბათუმი

29.05.2015 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „კანონის უზენაესობა: კონტროლისა და ბალანსის საკითხი“, მოხსენება თემაზე „კონსტიტუციური კონტროლის მექანიზმები“ - Georgian-Norwegian Rule of Law Association, ქ. თბილისი

17.03.2015 - გაღრმავების ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიაში - “Judicial Independence and Legal Empowerment Project” (JILEP), USAID, ქ. თბილისი

17.10.2014 - 18.10.2014 - საერთაშორისო კონფერენცია, მოხსენება თემაზე “Right to Personal Development: new tendencies and challenges”, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. რეგენსბურგი, გერმანია

28.09.2014 - 01.10.2014 - საერთაშორისო კონფერენცია - 3rd Congress of the World Conference - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. სეული, სამხრეთ კორეა16.06.2014-20.06.2014 - საერთაშორისო კონფერენცია - IX World Congress of Constitutional Law, Constitutional Challenges : Global and Local, მოხსენება თემაზე “Consent Search: do we have a Right to Privacy?” - ოსლოს უნივერსიტეტი, ქ. ოსლო, შვედეთი

04.07.2014 - 06.07.2014 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ახალი გამოწვევები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისთვის“, მოხსენება თემაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მდგარი გამოწვევები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვისათვის“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ბათუმი

27.04.2014 - 01.05.2014 - საერთაშორისო კონფერენცია - 2nd Congress of the Association of Asia Constitutional Courts and Equivalent Institutions, მოხსენება თემაზე “The Role of Constitutional and Supreme Courts in protection of Constitutional Order” - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. სტამბული, თურქეთი

04.10.2012 - 05.10.2012 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “The Quality of Legal

acts and Its Importance in Contemporary Legal Studies”, მოხსენება თემაზე “Right to Liberty and Security in Criminal Matters: Myth or Reality” - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. რიგა, ლატვია

21.09.2012 - 22.09.2012 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში“, მოხსენება თემაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისობა სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ ევროკავშირის სტანდარტებთან“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ბათუმი

09.06.2012 - 12.06.2012 - სასწავლო ვიზიტი საქართველოს და უკრანის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის - ევროპის საბჭო, ქ, სტრასბურგი, საფრანგეთი

09.03.2012 - 12.03.2012 - ტრენინგი თემაზე “Trial Advocacy” - ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ქ. თბილისი

04.02.2012 - 05.02.2012 - ტრენინგი თემაზე “Trial Advocacy Skill” - ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA), ქ. თბილისი

06.10.2011 - 09.10.2011 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სისხლის სამართლის მეცნიერება ერთიანი ევროპული განვითარების პროცესში“, მოხსენება თემაზე „თანამედროვე ქართული სისხლის საპროცესო სამართლის განვითარების ძირითადი ტენდენციები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, The German Foundation for International Legal Cooperation (IRZ), ქ. თბილისი

28.09.2011 - 01.10.2011 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “The Role of the Constitutional Court in the Protection of Constitutional Values” - ლატვიის უნივერსიტეტი, ქ. რიგა, ლატვია

17.09.2010 - 18.09.2010 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „განსხვავებული და თანმხვედრი აზრები სასამართლო კონტროლის განვითარებაში მოხსენება“, მოხსენება თემაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის განსხვავებული აზრის მნიშვნელობა სამართლის განვითარებისთვის“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ბათუმი

13.07.2010 - 14.07.2010 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სასამართლო აქტივიზმი და თვითშეზღუდვა. კონსტიტუციური უფლებების თეორია და პრაქტიკა“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ, ბათუმი

07.11.2009 - 08.11.2009 - საერთაშორისო კონფერენცია, მოხსენება თემაზე „პრეცედენტის როლი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ბათუმი

10.07.2009 - 13.07.2009 - საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სოციალური უფლებების განსჯადობა კონსტიტუციური მართლმსაჯულების სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“ 

07.09.2008 - 12.09.2008 - ტრენინგი თემაზე “Peace Making and Peace Building Securing the Contribution of Women and Civil Society” - Salzburg Global Seminar, ქ. ზალცბურგი, ავსტრია

02.06.2008 - 06.06.2008 - საერთასორისო კონფერენცია - ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის XIV კონგრესი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ვილნიუსი, ლიეტუვა

2007 - John Smith Fellowship Programme, დიდი ბრიტანეთის საბჭო, დიდი ბრიტანეთი

12.10.2002 - 26.10.2002 - ტრენინგი თემაზე “Capacity Building in International Relations in the South Caucasus” - Graduate Institute of International Studies, ქ. თბილისი

16.08.1999-27.08.1999 - ტრენინგი თემაზე “Human Rights Law” - School of Human Rights Research, Maastricht University, Institute for Human Rights, catholic University of Leuven, ჰოლანდია

25.06.1999 - Interational Legislative Drafting Institute, Public Law center, Loyola School of Law, Tulane Law School, აშშ

05.05.1999 - 06.05.1999 - Public Law Legal Drafting Program, USAID, ქ. თბილისი

2012 - სემინარი თემაზე „აშშ მიდგომა სისხლის სამართლის დარგების სწავლებისას“, ქ. თბილისი

21.03.1999 - ტრენინგი თემაზე „სამართლებრივი სწავლების მეთოდოლოგია“ - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ABA, ქ. თბილისი04.09.1998-15.11.1998 - Human rights Law and Practice Programme, დიდი ბრიტანეთის საბჭო, ქ. ბირმინგჰემი, დიდი ბრიტანეთი

1998 - ტრენინგი თემაზე “Legal Theory and Judicial Review” - ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (CEU), ქ. ბუდაპეშტი, უნგრეთი

23.03.1998 - 04.04.1998 - ინტენსიური კურსი ევროპულ სამართალზე - Nicholaus Copernicus University, Jean Monnet Centre for European Studies, ქ. ტორუნი, პოლონეთი

28.02.2021 - 28.02.2022 მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ანაბრის ანგარიშიდან გატანილი თანხა და ანაბარზე დარიცხული პროცენტი) - 125 035.56 ლარი, 15 074 აშშ დოლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო ვალდებულებები) - 0. ფინანსური დეკლარაცია

29.02.2020 - 28.02.2021 მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი) - 26 536 ლარი; ვალდებულებები - 0. ფინანსური დეკლარაცია

შენიშვნა: მოცემულ დეკლარაციაში მას არასწორად/არაზუსტად აქვს მითითებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნისას 1 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლად 98.58 ლარი, რის გამოც აღნიშნული თანხა არ არის გათვალისწინებული ზემოთ მითითებულ შემოსავალში.

28.02.2019 - 29.02.2020 მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და სახელმწიფო კომპენსაციის თანხა) - 44 108 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო ვალდებულებები) - 735 558 ლარი. ფინანსური დეკლარაცია

25.10.2019 - მოსაზრება პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებაზე, საპარლამენტო მოსმენა. ბმული

25.10.2019 - მოსაზრება გენდერული კვოტირების თემაზე, საპარლამენტო მოსმენა. ბმული

25.10.2019 - პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას 2004-2007 წლებში, საპარლამენტო მოსმენა. ბმული

10.10.2017 - კომენტარი სტრასბურგის მოსამართლეობის შერჩევის პროცედურაზე. ბმული

06.10.2016 - კომენტარი რუსთავი 2-ის საქმეზე, ინტერვიუ. ბმული

01.09.2016 - კომენტარი რუსთავი 2-ის საქმის განხილვის ვადაზე, ინტერვიუ. ბმული

30.08.2016 - საჯარო განცხადება გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების დაყენების შესახებ, ბრიფინგი. ბმული1 ბმული2

28.08.2016 - კომენტარი რუსთავი 2-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებულ შესაძლო ზეწოლაზე, ინტერვიუ. ბმული

02.08.2016 - კომენტარი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ. ბმული

02.08.2016 - კომენტარი, რომელშიც უარყოფს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა პროტესტის არსებობას. ბმული

29.07.2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლის (მათ შორის ლალი ფაფიაშვილის) მიმართვა სასამართლოს თავმჯდომარეს საქმეთა შემოსვლასა და განხილვის ვადებს შორის შეუსაბამობაზე. ბმული

27.07.2016 - კომენტარი რუსთავი 2-ის საქმის განხილვის ვადაზე, ინტერვიუ. ბმული

27.07.2016 - კომენტარი, რომელშიც მის მიმართ ზეწოლის განხორციელებას უარყოფს, ინტერვიუ. ბმული

პროფესიული ჯილდოები 

2018 - სტიპენდია, მაქს პლანკის საზოგადოება. 

2013 - სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია, DAAD.

2005 - ჯილდო „შვეიცარიის პრიზი საერთაშორისო ურთიერთობებში ლიდერობისათვის“, შვეიცარიის მთავრობა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი.



საკუთარი ან ოჯახის წევრის პოლიტიკური საქმიანობა

2004 - 2007 - საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“

ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია/მასალები მომზადდა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ვებგვერდის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია GDI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.