საშუალო განათლება
1993 - სოფელ თაგილონის საშუალო სკოლა
უმაღლესი განათლება
2002 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი - სამართლამცოდნეობის სპეციალობით.
1997 - ქ. თბილისის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
18.06.2021 - თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია, მოსამართლე. დაინიშნა უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე. გადაწყვეტილება
11.06.2012 - თბილისის საქალაქო სასამართლო, მოსამართლე. გადაწყვეტილება
21.05.2012 - საგარეჯოს რაიონული სასამართლო, მოსამართლე. დაინიშნა 10 წლის ვადით. გადაწყვეტილება
2007-2011 - მოსამართლის თანაშემწე, თბილისის საქალაქო სასამართლო.
2006-2007 - სხდომის მდივანი, თბილისის საქალაქო სასამართლო.
2006 - სხდომის მდივანი, თბილისის სააპელაციო სასამართლო.
2003-2006 - სხდომის მდივანი, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლო.
1999-2003 - მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი.
2022 - ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმე 2020 წლიდან მიმდინარეობდა, ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ედებოდა ბრალი, თუმცა სასამართლომ იგი ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო. ბმული
2015 - გიორგი ცომაიას საქმე - 2014 წლის 14 აგვისტოს გიორგი ცომაია ბრალდებულის სახით დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სხეულის მძიმე დაზიანებების გამო, იმის შიშით, რომ დაკავებული არ გარდაცვლილიყო, დროებითმა იზოლატორმა ფორმა №100-ის წარდგენამდე უარი განაცხადა გიორგი ცომაიას მიღებაზე. 15 აგვისტოს კი გიორგი ცომაის წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება. ხოლო 16 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული 9 თვის განმავლობაში გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. ბმული
2014 - ვანო მერაბიშვილის საქმე - “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, ანუ დამამძიმებელი გარემოებებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. მთავარი პროკურატურის მტკიცებით, 2011 წლის 25-26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიტინგის დასაშლელად ვანო მერაბიშვილმა გასცა „ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმის“ ბრძანება, რომლის საფუძველზეც განზრახ იქნა გამოყენებული გადაჭარბებული ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ. სასამართლომ ვანო მერაბიშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბმული
2013 - ალექსანდრე ნინუას აღკვეთის ღონისძიების საქმე - თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბმული
განგრძობადი სწავლება
2011-2012 - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2006 - ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2004 - ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2003 - ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2002 - ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
26.07.2022 - 27.07.2023 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 76 000 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 155 000 ლარი. ფინანსური დეკლარაცია
28.07.2021 - 26.07.2022 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 65 680 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 41 000 ლარი. ფინანსური დეკლარაცია
22.07.2020 - 28.07.2021 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 62 155 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 25 500 ლარი. ფინანსური დეკლარაცია
16.07.2019 - 22.07.2020 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 65 988,68 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 25 500 ლარი და 10 000 ამერიკული დოლარი. ფინანსური დეკლარაცია
20.07.2018 - 16.07.2019 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 61 020 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 10 000 ამერიკული დოლარი. ფინანსური დეკლარაცია
12.07.2017 - 20.07.2018 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 75 425 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 5 100 ლარი და 10 000 ამერიკული დოლარი. ფინანსური დეკლარაცია
19.07.2016 - 12.07.2017 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 74 848 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 10 000 ამერიკული დოლარი. ფინანსური დეკლარაცია
13.07.2015 - 19.07.2016 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 74 450 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 24 000 ლარი. ფინანსური დეკლარაცია
07.07.2014 - 13.07.2015 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 72 866 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 0 ლარი. ფინანსური დეკლარაცია
04.07.2013 - 07.07.2014 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 57 450 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 0 ლარი. ფინანსური დეკლარაცია
03.07.2012 - 04.07.2013 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 37 701 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 0 ლარი. ფინანსური დეკლარაცია
03.07.2012 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 10 400 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 0 ლარი. ფინანსური დეკლარაცია
28.05.2022 - სტატია - ლაშა ჩხიკვაძის სკანდალის შემდეგ, "ოცნებამ" 5 მოსამართლე აშშ-ში ტრენინგზე არ გაუშვა. ბმული
ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია/მასალები მომზადდა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ვებგვერდის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია GDI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.