რას ნახავთ ვებგვერდზე?
ვებგვერდი „იცნობდე შენს მოსამართლეებს“ განკუთვნილია საქართველოს სასამართლო სისტემით დაინტერესებული მომხმარებლისთვის და მოიცავს მრავალ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას. ვებგვერდი იძლევა შესაძლებლობას მოიძიოთ და გაეცნოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- იცნობდე შენს მოსამართლეებს
ხელმისაწვდომია მუდმივად განახლებული ინფორმაცია საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განათლების, წარსული გამოცდილების, ფინანსური მდგომარეობის, საჯარო აქტივობის, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და სხვა; სასურველი მოსამართლის მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა ფილტრების მეშვეობით, როგორიცაა: სახელი, გვარი, სასამართლო, კოლეგია/პალატა, დანიშვნის წესი და გახმაურებული გადაწყვეტილება;
- სასამართლო გზამკვლევი
ინფორმაცია სასამართლოების ლოკაციისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ;
- ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვების სექციაში, თქვენ ნახავთ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;
- სასამართლო გადაწყვეტილებები
ვებგვერდი გამისამართებთ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ოფიციალურ საძიებო ვებგვერდზე;
გადაწყვეტილებების ნახვა შეგიძლიათ ასევე ინდივიდუალური მოსამართლეების პირად პროფილებზე; - გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია სასამართლოებიდან
ვებგვერდი გამისამართებთ საქართველოს საერთო სასამართლოებიდან საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვ ოფიციალურ ვებგვერდზე, საიდანაც შესაძლებლობა გეძლევათ გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია საქართველოს საერთო სასამართლოებიდან ელექტრონული ფორმით;
- მოგვაწოდეთ ინფორმაცია მოსამართლის/სასამართლოს შესახებ
შესაძლებლობა გეძლევათ გაუზიაროთ საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას (GDI) -ს თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მოსამართლის ან სასამართლოს შესახებ, რომელსაც თვლით, რომ უნდა იყოს ჩვენს ვებგვერდზე;
- ვიდეო გალერეა
შესაძლებლობა გეძლევათ იხილოთ მოქმედ მოსამართლეთა, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საჯარო გასაუბრებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.