გიორგი კვერენჩხილაძე
პირადი ინფორმაცია

უმაღლესი განათლება

1994 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი სამართალში. 

1997 -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა; სპეციალობა-საკონსტიტუციო სამართალი. 

1998 - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (Ph.D). სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: ”საფრანგეთის პარლამენტის საქმიანობის სამართლებრივი ასპექტები”. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

02.10.2016 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოსამართლე. დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ს N 231 ბრძანებულების საფუძველზე. 

2006 - 2007 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი.

2004 - 2006 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავმჯდომარის თანაშემწე.

2023 - 2024 - სარედაქციო კოლეგიის წევრი; „საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის ჟურნალი“; თსუის იურიდიული ფაკულტეტი, საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 

2023 - 2024 - დამფუძნებელი წევრი; საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების (ICON•S) საქართველოს წარმომადგენლობა. 

2023 - 2024 - სარედაქციო კოლეგიის წევრი; საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „Orbeliani Law Review“.

2021 - 2024 - სამეცნიერო საბჭოს წევრი; „თსუ სამართლის მიმოხილვა“; სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი.

2021 - 2024 - წევრი; თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კომიტეტი. 

2019 - 2021 - პროექტის მონაწილე / სახელმძღვანელოს რედაქტორი - ”ღია საზოგადოების ფონდი”-ს (OSGF) საგრანტო პროექტი: ”კანონშემოქმედება - თეორიული და პრაქტიკული ასპექტები - სახელმძღვანელოს შექმნა”. 

05 - 09.2016 - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

06.2014 - 03.2016 - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

01 - 06.2014 - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

2014 - 2016 - მდივანი, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია.

2014 - 2016 - საკანონმდებლო საკითხების სამუშაო ჯგუფს წევრი, ევროკავშირის პროექტი-„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“. 

2014 - 2015 - წევრი, ევროკავშირის პროექტი-„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“; საკანონმდებლო საკითხების სამუშაო ჯგუფი. 

2013 - 2015 - სარედაქციო კოლეგიის წევრი,  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „თანამედროვე მეცნიერება“, ბიშკეკი, ყირგიზეთი. 

2011 - 2014 - დეკანის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.

2011 - წევრი, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია.

2011 - პროექტის მონაწილე / სასწავლოშემეცნებითი ფილმის "კანონთა კანონი" სცენარის სამართლებრივი ტექსტის ავტორი, სსიპ „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საგანმანათლებლო პროექტი ,,კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“. 

2009 - 2014 - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2009 - 2013 - წევრი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიები.

2009 - 2012 -  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი,სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“.

2009 - 2012 - იურიდიული მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“.

2009 - 2010 - წევრი, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. 

2009 - 2010 - ხელმძღვანელი, აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა სამუშაო ჯგუფი, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. 

2007 - 2008 - იურიდიული სამსახურის უფროსი, კავკასიის სამართლის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი.

2005 - 2024 - წევრი, იურიდიული ფაკულტეტის საბჭო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

2005 - 2024 - წევრი, სადისერტაციო საბჭოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

2005 - კომისიის წევრი, ცხინვალის რეგიონის სტატუსის განსაზღვრისათვის ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის კომისია.

2004 - 2007 - სამართლებრივი უზრუნველყოფის და კვლევების დეპარტამენტის უფროსი / საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე / საჯარო სამართლის სექტორის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. 

2000 - 2003 - იურიდიული სამსახურის უფროსი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 

1993 - 1999 - პარლამენტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი / ფრაქციის აპარატის უფროსი / იურიდიული კომისიის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს პარლამენტი. 

 

22.12.2023. ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი.

16.12.2023. საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე. განსხვავებული აზრი

27.07.2023. ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

17.11.2023. ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

04.11.2022. გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

17.06.2022. ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

11.02.2021. პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

25.09.2020. ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

30.07.2020. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

30.03.2018. საქართველოს მოქალაქეები - ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

17.10.2017. საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.  განსხვავებული აზრი

12.10.2017. საქართველოს მოქალაქე ს.გ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

21.04.2017. საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

07.04.2017. საქართველოს მოქალაქეები - მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრი

 

2021 - ლექტორი, საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია და სახელმწიფო ხელისუფლების არქიტექტონიკა“; სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი-ILPR.

2019 - ლექტორი, საჯარო ლექცია თემაზე „ქართული კონსტიტუციური რეფორმები“; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 

2017 - ლექტორი, საჯარო ლექცია თემაზე „კონსტიტუციური რეფორმები საქართველოში“; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

14.07.2011 - FLEX პროგრამის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის; ტრენერი; მოხსენება თემაზე: ”სახელმწიფო, ხელისუფლების დანაწილება, მმართველობის ფორმები”. 

2011 - თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პროექტი ”ქამელეონი”; ტრენერი; მოხსენებები თემაზე: ”2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში”, ქ. თბილისი / ქ. თელავი / ქ. გორი / ქ. ქუთაისი / ქ. ბათუმი. 

11 - 12.12.2010 - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ტრენინგი: ”საქართველოს კონსტიტუცია და 2009-2010 წლების კონსტიტუციური რეფორმა”; ტრენერი; მოხსენებები თემებზე: ”საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა”; ”საქართველოს მთავრობის ინსტიტუტი და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა”. ს. ბაზალეთი. 

2009 - 2012 - ლექტორი, იუსტიციის უმაღლესი სკოლა. კითხულობდა მოსამართლეობის კანდიდატთა და მოსამართლის თანაშემწის მოსამზადებელ კურსებს. 

2005 - 2008 - ლექტორი, კავკასიის სამართლის სკოლა. კითხულობდა სალექციო კურსებს თემაზე  საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი და შედარებითი საკონსტიტუციო სამართალი. 

1996 - დღემდე - პროფესორი / ასოცირებული პროფესორი / დოცენტი / მასწავლებელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიულ ფაკულტეტი. კითხულობდა სალექციო კურს შემდგომი მიმართულებით: საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, საკონსტიტუციო სამართლის გაღრმავება, ქართული კონსტიტუციონალიზმი, ნორმატიული აქტების სამართალი, იმიტირებული პროცესი საჯარო სამართალში, საზღვარგარეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სამართალი. 

2021 - ავტორი, „საქართველოს მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა: კანონმდებლის ვნებები და კონსტიტუციური ექსპერიმენტები“. კრებულში „ავთანდილ დემეტრაშვილი 80“, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

2021 - თანაავტორი, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

2021 - ავტორი,  „საქართველოს მთავრობის საკონსტიტუციო ბიოგრაფია: ოპტიმალური მოდელის ძიებაში“. კრებულში „პირველი ქართული კონსტიტუცია - 100 წელი“, თსუ. 

2020 - თანაავტორი,  საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი. მეორე გადამუშავებული გამოცემა, „მერიდიანი“. ბმული

2016 - თანაავტორი, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში,  „მერიდიანი“ . ბმული

2017 - თანაავტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, „მერიდიანი“ . ბმული

2015 - ავტორი, „მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორია: დასაბამიდან დღემდე“, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ბმული

2014 - ავტორი, “Il constituzionalismo georgiano”. “Constituzione della Georgia”, Universita di Bologna; Istituto giuridico Principe Davide. 

2014 - ავტორი, „უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ქართული მოდელი (საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის (ახალი რედაქცია) კომენტარი)“, „ბესარიონ ზოიძე 60. საიუბილეო კრებული“, თსუ. 

2013 - ავტორი,  “საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციური სტატუსი (კონსტიტუციის 79-ე მუხლის კომენტარი)”, საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

2012 - ავტორი,  „კონტრასიგნაციის ინსტიტუტი: ევროპული გამოცდილება და ქართული პერსპექტივები“.  დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი.

2012 - ავტორი, „საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური სტატუსი (კონსტიტუციის 78-ე მუხლის კომენტარი)“, „თანამედროვე საკონსტიტუციო სამართალი“, წიგნი I. : თსუ, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება. 

2012 - ავტორი, “Changes in Georgian Constitutionalism: Constitutional Construction of the President and the Government and Specificities of their Interrelationship from the Perspective of 2010 Constitutional Reform”. Journal ”Constitutional Law Review”, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. 

2012 - ავტორი, : ”ქართული კონსტიტუციონალიზმის ნოვაციები: პრეზიდენტისა და მთავრობის კონსტიტუციური კონსტრუქცია და მიმართების თავისებურებები 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ჭრილში”. ჟურნალი ”საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა”, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. 

2012 - ავტორი, “კონტრასიგნაციის ინსტიტუტი: ევროპული გამოცდილება და ქართული პერსპექტივები”. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო პროექტი “კონსტიტუციის კანონის პროექტის საჯარო განხილვები”, საქართველოს პარლამენტი. ბმული

2011 - ავტორი, ”აღმასრულებელი ხელისუფლება და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია”. კრებულში ”ქართული კონსტიტუციონალიზმის სათავეებთან”, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი. 

2010 - ავტორი, ”საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა”, კრებულში ”საქართველოს კონსტიტუცია და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა”, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი.

2010 - ავტორი, ”Models of Constitutional Justice: “Struggle for Superiority”. Materials of International Scientific-Practical Conference "Modern Problems of Legal Science", ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2008 - ავტორი, “კონსტიტუცის სამართლებრივი დაცვა და საკონსტიტუციო იუსტიციის მოდელები (ზოგიერთი თეორიული საკითხი)”. კავკასიის უნივერსიტეტის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომების კრებული, კავკასიის უნივერსიტეტი. 

2006 - ავტორი, “კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვა (ზოგიერთი თეორიული საკითხი)”. ჟურნალი “ადამიანი და კონსტიტუცია”, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

2006 - ავტორი, “Freedom of Political Association in Accordance with the Georgian Legislation and European Convention for the Protection of Human Rights”. Materials of International Conference - “The protection of electoral rights and the right to political associations by the Constitutional Court”, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

2006 - ავტორი, “პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით”. საერთაშორისო კონფერენციის- “საარჩევნო უფლებისა და პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში”, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

2001 - თანაავტორი, მსოფლიო ქვეყნების სამართლებრივი სისტემები. ნაწილი I, მსოფლიო პარლამენტარიზმის კვლევითი ცენტრი. 

1999 - ავტორი, საფრანგეთის საფინანსო კონტროლის უმაღლესი ორგანოების სამართლებრივი სტატუსი, მსოფლიო პარლამენტარიზმის კვლევითი ცენტრი. 

1999 - თანაავტორი, საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი. კრებული I, მსოფლიო პარლამენტარიზმის კვლევითი ცენტრი. 

1997 - თანაავტორი,  საფრანგეთის სახელმწიფო სისტემა, მსოფლიო პარლამენტარიზმის კვლევითი ცენტრი. ბმული

1997 - ავტორი, კონსტიტუციური კონტროლი საზღვარგარეთის ქვეყნებში, ჟურნალი “სამართალი”.

1997 - ავტორი, საკონსტიტუციო კონტროლი საფრანგეთში, ჟურნალი “ადამიანი და კონსტიტუცია”. 

განგრძობადი სწავლება 

 

04 - 05.07.2023 -  საერთაშორისო კონფერენცია: “Development of legislation through the application of constitutional norms”, ქ. ბაქო, აზერბაიჯანი. 

23 - 25.06.2023 - საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების - ICON•S საქართველოს პირველი ყოველწლიური კონფერენცია: „თანამედროვე საჯარო სამართლის გამოწვევები"; მოხსენებები თემებზე: „ქართული საკონსტიტუციო პროცესი: ტექნოლოგია, გაკვეთილები, სისტემური პრობლემები“; „მოსამართლის განსხვავებული აზრი და სამოსამართლო აქტივიზმი“. ქ. ბათუმი. 

28.02.2023 - საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ეროვნული წარმომადგენლობის - ICON•S საქართველოს საინაუგურაციო კონფერენცია; მოხსენება თემაზე: „ქართული საკონსტიტუციო სამართლის აქტუალური პრობლემები“.

30 - 31.05.2019 - საერთაშორისო კონფერენცია: “Modern Constitutional Development: the Role of Constitutional Review in Constitutionalisation of Law”; მოხსენება თემაზე: „საკონსტიტუციო იუსტიცია: ოპტიმალური მოდელის ძიებაში“. ქ. მინსკი, ბელორუსი. 

24 - 25.05.2018 - საერთაშორისო კონფერენცია „The Role of the Constitutional Courts in the Globalised World of the 21st Century”; მოხსენება თემაზე: „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება და საერთო იურისდიქციის სასამართლოები: მიმართება და გავლენები“. ქ. რიგა. ლატვია. 

15 - 17.05.2018 - ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) მე-3 კონგრესი - „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში”; 

03.11.2017 - აკადემიური კონფერენცია: “საქართველოს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა“; მოხსენება თემაზე: „2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის გამოწვევები“.

19 - 21.10.2017 -  საერთაშორისო კონფერენცია: “The Role of the Constitutional Courts in Overcoming Constitutional Conflicts”;

18.06 - 01.07.2017 - ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი: „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კონსტიტუციური პრინციპების დაცვისა და სარგებლობის პროცესში“, ქ. ბათუმი. 

09 - 12.09.2016 -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: ,,კონსტიტუციური მართლმსაჯულება გარდამავალ დემოკრატიაში: კონსტიტუციური კონტროლის მიღწევები  და გამოწვევები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“, ქ. ბათუმი.

09 - 11.09.2015 - საერთაშორისო კონფერენცია: “საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ: გამოწვევები დიალოგისათვის’’, ქ. ბათუმი. 

27 - 28.06.2015 - შავი ზღვის მეხუთე რეგიონალური კონფერენცია: ”თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება: კონსტიტუციური სარჩელის ეფექტურობის გაზრდა”, ქ. თბილისი. 

23.06.2015 - საერთაშორისო კონფერენცია: ”უზენაესი სასამართლოს როლის გააზრება დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში”. 

09.06.2015 - საერთაშორისო კონფერენცია: „საკანონმდებლო პროცესის შეფასება საქართველოში: დადებითი მხარეები და გამოწვევები“; მოხსენება თემაზე: „საკანონმდებლო საქმიანობის ხარვეზები და მათი გაუმჯობესების გზები საქართველოში“. 

29.05.2015 - კონფერენცია/საჯარო დებატები: „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობა: მიღწევები და გამოწვევები“. 

29.05.2015 - კონფერენცია კანონის უზენაესობის თემაზე: „კონტროლისა და ბალანსის პრინციპი“. 

02.02.2015 - კონფერენცია: „სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამოსამართლო ეთიკის აქტუალური საკითხები“. 

12 - 14.12.2014 - სემინარი: „კონსტიტუციური რეფორმა-არსებული მოდელი, გამოწვევები, მიზნები“; მოხსენებები თემებზე: “ძალთა ბალანსი საქართველოს კონსტიტუციაში“; „საქართველოს კონსტიტუციის ხარვეზები“; „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და მისი მუშაობის წესი“.  ს. გუდაური. 

04 - 05.11.2014 - საერთაშორისო კონფერენცია: “The choice between various systems of government – does it make a difference?”; მოხსენება თემაზე: „საკონსტიტუციო რეფორმები საქართველოში“. ქ. ერევანი, სომხეთი. 

03 - 04.11.2014 - საერთაშორისო კონფერენცია: “The impact of constitutional processes in postcommunist transformation”; ქ. ერევანი, სომხეთი. 

22.10.2014 - საერთაშორისო კონფერენცია: „საქართველოს ახალი კონსტიტუციური სისტემა“; მოხსენება თემაზე: „თანამედროვე საქართველოს მმართველობის მოდელი“. 

08.09.2014 - მრგვალი მაგიდა: „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ მომზადებული პროექტები“; მოხსენება თემაზე: „რეალური“ საკონსტიტუციო კონტროლის პერსპექტივები საქართველოში“.

01 - 03.09.2014 - საერთაშორისო კონფერენცია: „თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში“; ორგანიზატორი: სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი (CDDRL);

04 - 06.07.2014 - შავი ზღვის მეოთხე რეგიონალური კონფერენცია: „ახალი გამოწვევები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისთვის“; ქ. ბათუმი. 

01.06.2014 - საერთაშორისო სემინარი: „სასამართლო ხელისუფლება და საკონსტიტუციო რეფორმა“; მოხსენება თემაზე: „სასამართლო ხელისუფლების რეფორმის საკითხები და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია“.

24 - 26.11.2013 - საერთაშორისო სემინარი: „საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განვითარებისათვის“;  8 მოხსენება თემაზე: „რეალური“ საკონსტიტუციო კონტროლი და საკონსტიტუციო რეფორმები საქართველოში“. ქ. ყაზბეგი. 

24.10.2013 - მრგვალი მაგიდა: „2013 წლის კონსტიტუციური ცვლილებების მეორე ტალღა: საზოგადოებრივი კონსენსუსი და საპარლამენტო ნება“; მოხსენება თემაზე: „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა“.

17.07.2013 - მრგვალი მაგიდა: „ახალგაზრდები საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის“; მოხსენება თემაზე: „მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების თაობაზე“. 

29 - 30.06.2013 - მრგვალი მაგიდა: „ახალგაზრდები საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის“; მოხსენება თემაზე: „მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების თაობაზე“. ქ. ბათუმი. 

29 - 31.03.2013 - ტრენინგი „სწავლების მეთოდოლოგია“. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში (JILEP),  კაჭრეთი, საქართველო.

21.02.2013 - სამეცნიერო კონფერენცია: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და 1921 წლის კონსტიტუცია“; მოხსენება თემაზე: „საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით დადგენილი აღმასრულებელი ხელისუფლების მოდელი კონსტიტუციონალიზმის პრინციპების ჭრილში“. 

20.02.2013 - სამეცნიერო კონფერენცია: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია“; მოხსენება თემაზე: „საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით დადგენილი აღმასრულებელი ხელისუფლების მოდელი და კონსტიტუციონალიზმის პრინციპები“. 

27.11.2012 - სამეცნიერო კონფერენცია: „საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები“. 

21 - 22.11.2012 - საერთაშორისო სემინარი: ”ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში”. ქ. ბათუმი. 

06 - 07.07.2012 - შავი ზღვის მეორე რეგიონალური კონფერენცია: ”თანასწორობის უფლება: კონსტიტუციური დაცვის ფარგლები”, ქ. ბათუმი. 

23 - 24.06.2012 - საერთაშორისო კონფერენცია: ”კონტრასიგნაციის ინსტიტუტი-ევროპული გამოცდილება და ქართული პერსპექტივა”. 

19 - 20.05.2012 - სამართლის პირველი ეროვნული კონფერენცია: ”სამართლის რეფორმა და დემოკრატიული ინსტიტუტების ტრანსფორმაცია საქართველოში”. 

03.02.3012 - სამეცნიერო კონფერენცია ”დემოკრატია და უსაფრთხოება: ესპანეთისაქართველო”. 

23.09.2011 - მრგვალი მაგიდა: ”საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება: პრაქტიკა, სიახლეები, პრობლემები, პერსპექტივები”. 

25 - 26 .06.2011 - საერთაშორისო კონფერენცია: ”საკონსტიტუციო კონტროლის წარსული და მომავალი ახალ დემოკრატიებში”. ქ. ბათუმი. 

19 - 20.03.2011 - სამეცნიერო კონფერენცია ”ქართული კონსტიტუციონალიზმის სათავეებთან - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 90 წლისთავი”; მოხსენება თემაზე: ”აღმასრულებელი ხელისუფლება და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია”. ქ. ბათუმი.

2010 - 2012 -  სამეცნიერო საგრანტო პროექტები, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) / გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). 

17 - 18.09.2010 - შავი ზღვის პირველი რეგიონალური კონფერენცია: ”განსხვავებული და თანმხვედრი აზრების მნიშვნელობა სასამართლო კონტროლის განვითარებაში”. ქ. ბათუმი. 

15 - 16.07.2010 - საერთაშორისო კონფერენცია: ”კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში”, ქ. ბერლინი, გერმანია. 

01 - 03.07.2010 - “საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა საქართველოში”; მოხსენებები თემებზე: ”პრეზიდენტის ინსტიტუტი საკონსტიტუციო კომისიის საბაზისო პროექტის მიხედვით”; ”პარლამენტი საკონსტიტუციო კომისიის საბაზისო პროექტის მიხედვით”; ”მთავრობა საკონსტიტუციო კომისიის საბაზისო პროექტის მიხედვით”. ქ. ბათუმი. 

28.05.2010 - ”ხელისუფლების დანაწილება, ადგილობრივი თვითმმართველობა, სასამართლო და ადამიანის უფლებები კონსტიტუციის ახალი რედაქციით”; მოხსენება თემაზე: ”ხელისუფლების დანაწილება და ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის”. 

29 - 30.04.2010 - Международная научно-практическая конференция ”Современные проблемы правовой науки”; მოხსენება თემაზე: ”Модели Конституционной юстиции: ”Борьба за превосходство”, ქ. ბაქო. აზერბაიჯანი. 

16 - 17.04.2010 - Международная научно-практическая конференция ”Современные проблемы правовой науки”; მოხსენება თემაზე: ”Модели Конституционной юстиции: ”Борьба за превосходство”. ქ. ბაზალეთი. 

05.03.2010 - ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი მის განვითარებაში”; მოხსენება თემაზე: ”სასამართლო ხელისუფლება და მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმა”. 

19 - 22.02.2010 - ”კონსტიტუციური რეფორმის პროცესი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები”; მოხსენებები თემებზე: ”კონსტიტუციური სამართლის ძირითადი პრინციპები და ცნებები”; ”აღმასრულებელი ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში”. ქ. ბაკურიანი. 

11.02.2010 - “საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა”. 

23 - 31.01.2010 - პროგრამა “Study Tours to Poland”-ის საინფორმაციო სემინარი საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისათვის, ქ. ვარშავა, პოლონეთი. 

13 - 18.12.2009 - GTZ-ის საინფორმაციო სემინარი ”სამხრეთ კავკასიაში სამართლისა და იუსტიციის რეფორმების” პროექტის ფარგლებში. ქ. ბერლინი, გერმანია. 

13 - 14.11.2009 - ”საკონსტიტუციო რეფორმის აქტუალური საკითხები”; მოხსენება თემაზე: ”აღმასრულებელი ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში”. 

06 - 08.11.2009 - საერთაშორისო კონფერენცია: ”პრეცედენტი როგორც სამართლის წყარო”, ქ. ბათუმი. 

22.06.2009 - “საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა”, ქ. თბილისი. 

20 - 21.12.2008 - საერთაშორისო კონფერენცია: ”კონსტიტუციის ინტერპრეტაცია”, ქ. ბათუმი. 

11.11.2008 -  ”საქართველო და აზერბაიჯანი: რეგიონალური ინტეგრაციის პერსპექტივები”; მოხსენება თემაზე: ”Значение прецедентного права Европейского суда по правам человека в практике конституционных судов Грузии и Азербайджанской Республики”. 

06 - 07.11.2007 - საერთაშორისო კონფერენცია: “ეროვნული სასამართლოებისა და ევროპული სასამართლოების ურთიერთმიმართება”. ქ. ბათუმი. 

14 - 18.09.2007 - საერთაშორისო კონფერენცია: “ეროვნული სასამართლოებისა და ევროპული სასამართლოების ურთიერთმიმართება”, ქ. ათენი. საბერძნეთი. 

06 - 07.08.2007 - საერთაშორისო კონფერენცია: “საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია კონფლიქტურ რეგიონებში”, ქ. ბათუმი.

2007 - ტრენინგი “ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმები”. ევროპის საჯარო სამართლის ცენტრი (EPLC). ქ.ათენი, საბერძნეთი.

10 - 11.02.2006 - საერთაშორისო კონფერენცია: “საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია კონფლიქტურ რეგიონებში”. 

09 - 10.12.2005 - საერთაშორისო კონფერენცია: “საკონსტიტუციო სასამართლოს როლი სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში”. 

16 - 17.06.2005 - საერთაშორისო კონფერენცია: “საკუთრების უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება”. 

2005 - ტრენინგი „ადამიანის უფლებათა სამართალი“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ქ.სტრასბურგი, საფრანგეთი. 

10.2004 -  “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია”. 

 

03.02.2022 - 06.02.2023 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 132 636,03 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 80000 ევრო.  ფინანსური დეკლარაცია

 

08.02.2021 - 03.02.2022 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 120 735,26 ლარი, 800 აშშ დოლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 80000 ევრო.  ფინანსური დეკლარაცია

 

10.02.2020 - 08.02.2021 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 108 205,21 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 80000 ევრო.  ფინანსური დეკლარაცია

 

18.02.2019 - 10.02.2020 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 113 813,76 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 80000 ევრო.  ფინანსური დეკლარაცია

 

21.02.2018 - 18.02.2019 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 141 985 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 60 000 ლარი, 80 000 ევრო.  ფინანსური დეკლარაცია

 

20.02.2017 - 21.02.2018 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 138 384 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 60 000 ლარი .  ფინანსური დეკლარაცია

 

25.02.2016 - 20.02.2017 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 98 715,55 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 60 000 ლარი  ფინანსური დეკლარაცია

 

23.02.2015 - 25.02.2016 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 92 705 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) -60  000 ლარი.  ფინანსური დეკლარაცია

 

17.02.2014 - 23.02.2015 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 83 615 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 60 000 ლარი.  ფინანსური დეკლარაცია

 

17.02.2014 - მიღებული შემოსავალი (მათ შორის აკადემიური საქმიანობიდან ან სხვა სახის შემოსავალი) – 62 470 ლარი; ვალდებულებები (მათ შორის საბანკო/კერძო პირის მიმართ) - 0 ლარი.  ფინანსური დეკლარაცია

17.10.2023. - გიორგი კვერენჩხილაძე - ჩემი პოზიციაა ის, რასაც მე ხელს ვაწერ, გავლენის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ, პირველი არხი. ბმული 

17.10.2023 - გიორგი კვერენჩხილაძის პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის  კონსტიტუციის დარღვევის დადგენასთან დაკავშირებით, პირველი არხი. ბმული

03.10.2023 - გიორგი კვერენჩხილაძის აზრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ, ტვ პირველი. ბმული

22.07.2022 - გიორგი კვერენჩხილაძის პოზიცია პოსტის “დაგულებისთვის” მის აცილებასთან დაკავშირებით, ნეტგაზეთი. ბმული

22.07.2022 - გიორგი კვერენჩხილაძის კომენტარი პარლამენტის მიერ მის აცილებასთან დაკავშირებით, ფორმულა ნიუსი. ბმული

02.02.2016 - გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის შეფასებები ვერ ჩაითვლება სასამართლოზე ზეწოლად, ტაბულა. ბმული

28.10.2015 - გიორგი კვერენჩხილაძის მოსაზრება დეპუტატ გია ვოლსკის განხადების შესახებ, ტაბულა. ბმული

03.09.2015 - კვერენჩხილაძე მეჭიაურზე: ცხოვრებაში ეთიკა და კულტურა მნიშვნელოვანია, ტაბულა. ბმული

12.06.2015 - პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე დაამტკიცა, ტაბულა. ბმული

01.06.2015 - კვერენჩხილაძე: ორმაგი მოქალაქეობისთვის პრეზიდენტს განაცხადით უნდა მიმართონ, ტაბულა. ბმული

14.01.2015 - კვერენჩხილაძე: მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს პრეზიდენტის მოხსენებით, ტაბულა. ბმული

01.12.2014 - გიორგი კვერენჩხილაძე - "ვეტოს უფლების შეზღუდვა სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება," რუსთავი ორი. ბმული

30.11.2014 - კვერენჩხილაძე დეპუტატებს კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს აცნობს, ტაბულა. ბმული

30.08.2014 - კვერენჩხილაძე თადუმაძეს: უმაღლესი მთავარსარდლობა არანაირად არ არის სიმბოლური, ტაბულა. ბმული

24.07.2014 - პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, ტაბულა. ბმული

17.10.2023 - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი იმპიჩმენტთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლება. ბმული

17.10.2023 - გიორგი კვერენჩხილაძე - ჩემი პოზიციაა ის, რასაც მე ხელს ვაწერ, გავლენის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ, პირველი არხი. ბმული

25.07.2022 - "ქართული ოცნება"  საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს, ტვ პირველი. ბმული

22.07.2022 - პარლამენტი პოსტის „დაგულვისთვის“ მოსამართლე კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს, ნეტგაზეთი. ბმული

11.02.2021 - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებაზე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი, ტაბულა. ბმული

25.02.2017 - თვეში 1000 ლარი საკონსტიტუციოს მოსამართლეს ბინის ქირისთვის, ნეტგაზეთი. ბმული

02.10.2016 - საკონსტიტუციო სასამართლოში ახალმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს, ნეტგაზეთი. ბმული

10.09.2016 - საკონსტიტუციოს მოსამართლეებად პრეზიდენტმა იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე დანიშნა, ტაბულა. ბმული

06.04.2016 - გიორგი კვერენჩხილაძის მიერ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობის დატოვების შესახებ, ტაბულა. ბმული

23.02.2016 - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახვლედიანის გადაყენების გამო იუსტიციის საბჭოს აკრიტიკებს, ნეტგაზეთი. ბმული

11.02.2016 - კვერენჩხილაძე: იუსტიციის საბჭო ამ შემადგენლობით შეუთავსებელია მართლმსაჯულების იდეასთან, ნეტგაზეთი. ბმული

23.12.2015 - პრეზიდენტმა მთავრობის იმავე შემადგენლობას მოვალეობის შესრულება დააკისრა, ნეტგაზეთი. ბმული

19.06.2014 - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია დაინიშნა, ტაბულა. ბმული

ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია/მასალები მომზადდა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ვებგვერდის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია GDI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.